კახეთში სასწრაფოს ექიმს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა - გადაუდებელი დახმარების ცენტრი

პუბლიკა

ყვარელში სასწრაფო დახმარების ექიმის კოვიდით ინფიცირების შემთხვევა არ დადასტურდა.  გადაუდებელი დახმარების ცენტრის მედიასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა „პუბლიკას“ განუცხადა, რომ pcr-ის კვლევით სასწრაფო დახმარების ექიმთან კორონავირუსით ინფიცირება არ დადასტურდა.

კახეთში სასწრაფო დახმარების ექიმს სწრაფი ტესტის მიხედით კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა. აღნიშნულის გამო შემოწმდა მასთან კონტაქტში მყოფი ათეულობით პირი, მათ შორის მისი ოჯახის წევრები, პაციენტები და სასწრაფო დახმარების სხვა ექიმები.