ოკუპირებულ ახალგორში კორონავირუსით დედა და მისი 6 წლის შვილია ინფიცირებული

პუბლიკა

მედიაგამოცემა „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულია 6 წლის ბიჭი და დედამისი. ვირუსი დაუდასტურდა სუვოროვის სახელობის სკოლის 14 წლის კადეტსაც. „ეხო კავაკაზა“ ინფორმაციას ოსურ გამოცემა „რესზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

„დედა და მისი ვაჟი ჩრდილო ოსეთში სხვა დაავადებებზე მკურნალობდნენ. გაიკეთეს ტესტი კორონავირუსზეც და ვირუსი დაუდასტურდათ. ისინი სამხრეთ ოსეთში 5 მაისს შემოვიდნენ და ვირუსის სიმპტომები არ ჰქონიათ“, – უთხრა გამოცემა „რესს“ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის კომიტეტის წარმომადგენელმა ანა გაგოლევამ.

გაგლოევას თქმით, დედა-შვილის ტესტის პასუხზე მათ ვლადიკავაკაზიდან აცნობეს. პაციენტებს ახალგორიდან, სადაც კარანტინში იმყოფებოდნენ, ცხინვალში გადიაყვანენ. ინფიცირებულთა მდგომარეობა, როგორც გაგლოევა ამბობს, სტაბილურია. სიცხე ჰქონდა 14 წლის მოზარდს, თუმცა მისი მდგომარეობაც სტაბილურია.

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ეპიდემიოლოგის თქმით, კარანტინში გადაიყვანენ იმ ექთნებსა და მძღოლს, ვისაც პაციენტებთან შეხება ჰქონდათ.