თბილისის მერია განმარტებას აკეთებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რის მიხედვითაც ბეთანიის ტყეში ხეების ძირები დაწვეს.
როგორც მერიაში „პუბლიკას” განუცხადეს, დღეს აღნიშნული ტერიტორია გარემოს დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულეს და მათი ინფორმაციით, ეს შემთხვევა ახალი არაა. უწყებაში ამბობენ, რომ ეს სულ ცოტა 6 თვის წინანდელი ფაქტია და მისი სავარაუდო მიზეზი ბალახებში მოსახლეობის დაუდევრობით გაჩენილი ხანძარია.
მერიაში აცხადებენ, რომ მიუხედავად ამისა, ყველა ხე ჯანსაღია, მათ საფრთხე არ ემუქრება.
სოციალურ ქსელში მოქალაქემ გაავრცელა ვიდეო, რომ ბეთანიის ტყეში ოჯახი სასეირნოდ იყო წასული და მათ ადგილზე ხეების უმეტესობის ძირები დამწვარი ნახეს.