წინ გველოდება ბრძოლა, ივანიშვილს თუ მივცემთ შესაძლებლობას, არასოდეს წავა – მელია

პუბლიკა

ოპზიციური პარტიების წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეხვედრას მართავენ.

„წინ გველოდება ბრძოლა, ბიძინა ივანიშვილს თუ მივცემთ შესაძლებლობას, არასოდეს არ წავა ხელისუფლებიდან, მაგრამ ამის შესაძლებლობას არავინ აღარ მივცემთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს შეხვედრის დაწყებამდე ნიკა მელიამ.

„წლის ბოლოს ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დაემშვიდობება იმ ბეღელს. დიახ ბეღელს, იმიტომ, რომ ბეღელად მიაჩნია, სადაც შოულობს ფულს. რის ხარჯზე, იმის ხარჯზე, რომ ქვეყანაში გაღარიბებული ადამიანები კიდევ უფრო ღარიბდებიან. საუბედუროდ, ივანიშვლისთვის ძალიან ბევრი ადამიანი არის ასეთი….

ჩვენ ვიბრძოლებთ იმ გზით, რომელიც მოემსახურება ამ სახელმწიფოს განათებას და არა წყვდიადში კიდევ უფრო ღრმად შესვლას. დიაგნოზი დასმულია. ეს ბატონი არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა, რომელსაც არათუ არ შესტკივა გული ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებზე, სახელმწიფო, როგორც ასეთი, არ არის აღიარებული მისი მხრიდან“, – აცხადებს მელია.