NGO-ები: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, უარი თქვას აქციის მონაწილეთა მიმართებით ძალის გამოყენების ნებისმიერ ფორმაზე

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაციები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ. განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, უარი თქვას აქციის მონაწილეთა მიმართებით ძალის გამოყენების ნებისმიერ ფორმასა და ვითარების ესკალაციაზე, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სრული პოლიტიკური დესტაბილიზაცია და მოვლენათა შემდგომი განვითარება ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა მოაქციოს.

„საერთაშორისო ორგანიზაციების მითითებების შესაბამისად იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში დემოკრატიული პრინციპების მიხედვით, საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნების მიზნით. მიიღოს პრევენციული ზომები სამართალდამცავების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების გადაჭარბების ყოველგვარი რისკის გასანეიტრალებლად.

იმოქმედოს პოლიტიკური ანგარიშვალდებულების შესაბამისად, აწარმოოს კონსტრუქციული დიალოგი ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან და მათი ჩართულობით უზრუნველყოფით დაიწყოს მუშაობა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელად“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი – EMC
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი – IDFI
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI
  • საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო – TI
  • ღია საზოგადოების ფონდი – OSGF
  • კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია