თუ სომხეთი დასახმარებლად მოგვმართავს, NCDC მზადაა დაეხმაროს - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, Covid 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში მზად არის, დაეხმაროს სომხეთს, თუ ეს მას დასჭირდება.

„იცით, რომ ამ ერთი კვირის წინ იყო პატარა გაუგებრობა. იცით, რომ ვართ მოძმე ერი, ერთმანეთს ყოველთვის გვერდით ვუდგავართ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, სომხეთის დაავადების ეროვნულ ცენტრთან, გაგვიცვლია სხვადასხვა საშუალებები, ვაქცინები და ა.შ. როცა ჩვენ გვჭირდებოდა, ან როცა მათ ჩვენგან სჭირდებოდა, იგივე დახმარება იყო c ჰეპატიტის წამლებთან 2 თუ 3 წლის წინ. თუ სომხეთი დააყენებს საკითხს, ჩვენ, 2 და 3 ადამიანი ამას ვერ გადავწყვეტთ… თუ სომხეთის დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვენ, როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაგვიყენებს საკითხს, რომ მათ სჭირდებათ რამენაირი დახმარება, ის, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია,  იმავე ტესტირებასთან დაკავშირებით, სხვა საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ.

რაც შეეხება სამკურნალო ნაწილს, მე დარწმუნებული ვარ საქართველოს მთავრობა, ჯანდაცვის სამინისტრო ამაზე უარს კი არა პირიქით, ყველა ღონეს იხმარს, თუ სომხეთს ეს დახმარება დღეს სჭირდება. ეს პირველ რიგში სომხეთის ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა დააყენოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.