ხელვჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავში მოქალაქემ საცხოვრებელ სახლთან შველი იპოვა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შველი ბათუმის ზოოპარკშია გადაყვანილი და მკურნალობის დასრულების შემდგომ ველურ ბუნებაში გაუშვებენ.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავიდან მოქალაქემ დარეკა, რომელმაც განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლთან შველი იპოვა.
შემოსული შეტყობინების საფუძველზე, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები, მითითებულ ადგილზე დაუყოვნებლივ გავიდნენ და შველი ბათუმის ზოოპარკში გადაიყვანეს.
მკურნალობის დასრულების შემდგომ, ვეტერინარის რეკომენდაციის საფუძველზე, შველს ველურ ბუნებაში გაუშვებენ“, – ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.