ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს „ქართული ოცნება" 23%-ს მიიღებდა – IRI

პუბლიკა

IRI-ის კვლევის მიხედვით, შეკითხვაზე – ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას,  შედეგები ასე განაწილდა: „ქართული ოცნება“ – 23%, „ნაციონალური მოძრაობა“ – 15%, „ევროპული საქართველო” – 5%, „ლეიბორისტული პარტია” – 5%, „პატრიოტთა ალიანსი” – 4%, „ლელო” – 2%, „გირჩი” – 1% და ა.შ.

ამავე შეკითხვაზე  – არ იცის, არ აქვს პასუხი მოსახლეობის 32%-ს;

შეკითხვაზე, რომელ პარტიას არ მისცემდით არც ერთ სიტუაციაში ხმას,  30% მმართველ პარტიას ასახელებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 26%  არ მისცემდა ხმას. 9-9%  აქვს„პატრიოტთა ალიანსსა“ და „გირჩს“, ხოლო 7-7% „ლეიბორისტულ პარტიასა“ და „დემოკრატიულ მოძრაობას“.

IRI-ს კვლევა 18 ნოემბერს გამოქვეყნდა. მონაცემები შეგროვდა 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. რესპონდენტებთან ჩატარდა პირისპირ ინტერვიუ.  კვლევისთვის შეირჩა 1 500 საქართველოში მცხოვრები სრულწლოვანი ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%;  საველე სამუშაოები ჩაატარა Institute of Polling & Marketing-მა. კვლევა დააფინანსა USAID-მა.