ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა ბახტაძემ მთლიანად მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე მმართველი გუნდის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, „გამორიცხულია ამაზე საუბარი“ .
„გამორიცხულია ამაზე საუბარი, გამომდინარე იქიდან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით. ახლა ამ ფონზე, არ მგონია, რომ სწორი იყოს საუბარი სხვა მოდელებზე – ამერიკულზე, ფრანგულზე, ბრიტანულზე თუ ასე შემდეგ.
ვფიქრობ, გუნდის აზრიც ეს იქნება, უფრო სწორად, დარწმუნებული ვარ, რომ პროპორციული სისტემა არის კარგი. განვითარებული მოვლენების ფონზე, 2020 წელს ჩატარდება შერეული სისტემით არჩევნები და საქართველო უნდა გადავიდეს პროპორციულ სისტემაზე“, – თქვა მდინარაძემ.
დიმიტრი ხუნდაძე სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის
19 ნოემბერი, 2019
დიმიტრი ხუნდაძე მაჟორიტარ დეპუტატთა ჯგუფის სახელით, ახალი ინიციატივით გამოვიდა. ინიციატივის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გაავრცელა. მისი თქმით, სრულ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენენ საქართველოს პარლამენტს შემჭიდროებულ ვადებში.