აბასთუმნის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი თქმით, ადგილზე ამ დროისთვის მუშაობს 65 მეხანძრე-მაშველი და ხანძრის ჩაქრობაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენიც.
„ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და ცეცხლის გავრცელების საფრთხე არაა. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები“, – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.