მიუღებელია შენგელიას გადაწყვეტილება მოსკოვის ცსკა-ში გადასვლაზე - ზურაბიშვილი

პუბლიკა

„ჩემთვის სამწუხარო და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის „ცსკა-ში” გადასვლასთან დაკავშირებით”, – საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა-ში” გადასვლას ეხმაურება.


საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოსკოვის „ცსკა-ს“ კალათბურთელი გახდა.

„თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს. მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ. ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს, ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც არ უნდა ვიყო. ამ გადაწყვეტილების მიღებით არც ერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემს მიმართ”, – ამბობს თორნიკე შენგელია.