Edison research-ის გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 65% ამბობს, რომ ფინანსური რესურსები საკვებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე მათ ოჯახს 1 თვე ან ნაკლებ ხანს ეყოფა.
მოსახლეობის 24 % აცხადებს, რომ მის ოჯახს ფინანსური რესურსები საკვებსა და პირველადი მოხმარების საგნებზე 1-დან 3 თვემდე ეყოფა. 6%-ის თქმით 3-დან 6 თვემდე, ხოლო 5%-ის თქმით 6 თვეზე მეტ ხანს.
იმავე გამოკითხვის მიხედვით საქართველოს მოსახლეობის 50% აცხადებს, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ მას, ან მინ ოჯახის უშუალო წევრმა შემოსავალი/ხელფასი დაკარგა, ან შეუმცირდა.
Edison research-მა ტელეკომპანია „ფორმულას” დაკვეთით კვლევა 23 ივნისიდან 13 ივლისამდე პერიოდში ჩაატარა. კვლევის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2 101 ადამიანი. შედეგების ცდომილება + – 2.1%-ია.