აჭარაში 22 შემთხვევის დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია - რუსუდან შავიშვილი

პუბლიკა

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის განცხადებით, აჭარაში 87 ახალი შემთხვევა დადასტურდა და აქედან 22 შემთხვევაში დაინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

ახალი შემთხვევების გადანაწილება კლასტერების მიხედვით გამოიყურება შემდგენაირად:

„20-ზე მეტი შემთხვევა დაკავშირებულია რიტუალურ პროცესებთან.  22 გახლავთ უცნობი შემთხვევა, ჯერჯერობით დაინფიცირების წყარო არ ჩანს. 7 არის სამედიცინო დაწესებულებებთან დაკავშირებული. 3 არის „ხოფას“ სავაჭრო ცენტრთან დაკავშირებული. ასევეა პატარ-პატარა კერძო, მცირე ბიზნესის წარმოებები, სადაც  2-ზე და 3-ზე მეტი პირიa დასაქმებული“, – განაცხადა რუსუდან შავიშვილმა.

შავიშვილის განცხადებით, 1 დადასტურებული შემთხვევა არის აჭარის მთავრობის ადმინისტრაციიდან. მისი თქმით, აღნიშნული პირი ჰოსპიტალიზებულია, ხოლო კონტაქტები მოკვლეული, ისინი თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილნი. შავიშვილის განმარტებით, კონტაქტებს pcr ტესტი ჩაუტარდათ და ყველა უარყოფითია.

მისი თქმით, დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 2697 ტესტი იყო აღებული.


ბოლო 24 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი, 158  შემთხვევა გამოვლინდა. Stopcov.ge-ზე განახლდა.   ინფიცირებულთა ჯამი – 2075-ია.

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 2075
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1363
  • მათ შორის გარდაცვლილი – 19
  • კარანტინის რეჟიმში – 5882
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41