გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

პუბლიკა

ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის აღმასრულებელ მდივანს, დეპუტატ გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გედევან ფოფხაძე გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს.

პარტიის კიდევ ერთ წევრს, ლევან გოგიჩაიშვილს კორონავირუსი 9 სექტემბერს დაუდასტურდა. პარტიის სხვა ლიდერები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

13 სექტემბერს საქ-ში კორონავირუსის 152 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 2227 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ ექვსით გაიზარდა და სულ 1 369-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.