ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ დღეს გამოვლენილი ახალი 165 შემთხვევის წყაროებზე ისაუბრა.
„დღეს დაგვემატა 165 დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 2392 ინფიცირებული. ეს 165 დადასტურებული შემთხვევა ქვეყნის რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით ასე გადანაწილდა:
• აჭარა/ბათუმი – 109;
• თბილისი – 17;
• სამეგრელო-ზემო სვანეთი/ზუგდიდი – 9;
• ქვემო ქართლი/გარდაბანი – 9;
• შიდა ქართლი/გორი – 6;
• კახეთი/გურჯაანი – 6;
• გურია/ოზურგეთი – 4;
• იმერეთი/ქუთაისი – 4;
• მცხეთა-მთიანეთი/მცხეთა – 1“, – განმარტა ეზუგბაიამ.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 2 392 გახდა.
განახლებული მონაცემები ასეთია:
• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 2 392;
• მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1369;
• მათ შორის გარდაცვლილი – 19;
• კარანტინის რეჟიმში – 5 882;
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390;
• უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;