უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან მოეწყო საკონტროლო პუნქტები.
„ყველა შემსვლელი და გამსვლელი ამ მუნიციპალიტეტებში დაექვემდებარება ტესტირებას და თერმოსკრინინგს. ამ სოფლებში 1 ოქტომბრამდე სწავლა გაგრძელდება დისტანციურად“, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა.