დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ოთხ მუნიციპალიტეტში ჩატარებული სეროპრევალენტობის კვლევის შედეგებზე ისაუბრა.
„ჩვენ გუშინ ღამე დავამთავრეთ ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევა 4 მუნიციპალიტეტში. სეროპრევალენტობა ნიშნავს, რომ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩა ოთხი მუნიციპალიტეტი: ხელვაჩაური, ქობულეთი, მარტვილი და ბორჯომი. 1222 ნიმუში ავიღეთ, შერჩევით, სისხლის ნიმუში, და იქ განისაზღვრა იმუნოგლობულინი g-ის ანტისხეულები. იმუნოგლობულინი g კორონავირუსის წინაღმდეგ როდესაც ჩნდება, ეს იმას ნიშნავს რომ ამ ადამიანს გადატანილი აქვს ინფექცია. 1222 ნიშუშიდან მხოლოდ ერთი ამოვიდა დადებითი მარტვილის რაიონში. სისხლის აღება მოიცავს 17-დან 25 აგვისტოს პერიოდს, რაც ნიშნავს, რომ ინფექცია ქვეყანში ინტენსიურად არ ცირკულირებდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მსგავსი კვლევა იგეგმება თბილისსა და რუსთავში.