„CRRC, პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაცია და ძალიან ხშირად 20-25% -ით ცდებოდა. ასეთი ბეგრაუნდი რისი თქმის საშულებასაც იძლევა, თავად გადაწყვიტეთ“ – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ NDI-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ წარმოებულ კვლევასთან დაკავშირებით.
„ამის გაგრძელება იქნება ის, რომ შეგვაგუონ ჩვენ და ქართული საზოგადოება ასეთ არარეალურ მონაცემებს, რომლითაც დაიწყეს და შემდეგ, უკვე არარეალურ მონაცემებს, ასევე ნახევარფაბრიკატს დადებენ, მაგალითად, პირდაპირ გამოკითხვას, ლოკაციის გარეშე. აქაც მანიპულაციას გააკეთებენ და არ ვიცი, რას ემსახურება ეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
დღეს გამოქვეყნებული კლვევის შედეგების მიხედვით, კვლევის ყველა რესპონდენტისადმი დასმულ შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მოსახლეობის 17% პასუხობს „ქართულ ოცნებას“, 5% პასუხობს „ენმ“-ს, მოსახლეობის 9 %-მა უპასუხა „არც ერთ პარტიას“. ამავე შეკითხვაზე „არ ვიცი“ უპასუხა მოსახლეობის 40 %-მა, ხოლო „უარი პასუხზე“ მოსახლეობის 24 %-მა აღნიშნა.