ნარკოლოგიური ცნობის ჩაბარების ვალდებულება მხოლოდ პარლამენტის არჩეულ წევრებზე გავრცელდება - იონათამიშვილი

პუბლიკა

„საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების თანახმად, ნარკოლოგიური ცნობის ჩაბარების ვალდებულება რჩება მხოლოდ იმ პირებზე, ვინც უკვე არჩეული იქნება პარლამენტში, ნაცვლად ყველა კანდიდატისა და პრეტედენტისა“, – ამის შესახებ განმარტება ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა გააკეთა.

რატი იონათამიშვილმა განმარტა, რომ „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების პროექტის თანახმად, შექმნილი ეპიდვითარების გამო, ნარკოლოგიურ შემოწმებას მხოლოდ პარლამენტის უკვე არჩეული წევრები გაივლიან. ამასთან, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილება მხოლოდ გარდამავალ ეტაპზე იმოქმედებს და იგი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრებზე გავრცელდება.

„Covid-19-დან გამომდინარე არის მომატებული რისკები და საფრთხეები და ამ პირობებში თეორიულად, როგორც ვიცით 66-მა პოლიტიკურმა სუბიექტმა უკვე გაირა რეგისტრაცია, რაც დაახლოებით ნიშნავს, რომ 9 000 კანდიდატი და ამას დამატებული მაჟორიტარი კანდიდატები. ყველას უჩნდება ვალდებულება შესაბამის უწყებებს მიაკითხონ ცნობების ასაღებად. იქედან გამომდინარე, რომ არ შეიქმნას რისკები და საფრთხეები, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ, რომ ერთჯერადი სახით, მხოლოდ გარდამავალ ნაწილში, შევიტანოთ შესაბამისი ცვლილება და ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, ეს ვალდებულება გავრცელდეს პარლამენტის უკვე არჩეულ წევრებზე და ეს ვალდებულება ძალაში იქნება მხოლოდ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მის კომენტარს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.