Wizzair 1 ოქტომბრიდან ქუთაისი-რიგის მიმართულებით პირდაპირ ფრენას განაახლებს – გახარია

პუბლიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ  1 ოქტომბრიდან კიდევ ერთი მიმართულებით გაიხსნება პირდაპირი ფრენა.

„შემდგარია შეთანხმება, რომ ჩვენ კიდევ ერთი მიმართულებით უნდა გავხსნათ პირდაპირი ფრენა. მოგეხსენებათ, რომ პირდაპირი ფრენა ევროპის მიმართულებით თბილისიდან გახსნილია საერთაშორისო ავიაკომპანიებისთვის, როგორიცაა: Lufthansa, Air France, Airbaltic,  ასევე – ჩვენი ეროვნული გადამზიდავისთვის.

დღეს ჩვენ უკვე გადავწყვიტეთ, რომ 1 ოქტომბრიდან გავხსნათ ქუთაისიდან პირდაპირი რეისი რიგის მიმართულებით.  ეს იქნება Wizzair. ეს არ იქნება ჯერ თამამი გადაწყვეტილება, იქნება მხოლოდ და მხოლოდ კვირაში 1,  მაგრამ ეს არის პირდაპირი ტენდენცია იმისათვის, რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად ყველაფერი გავაკეთოთ ეკონომიკის სწრაფად ასამოძრავებლად“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.