საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად განაწილდა:
- აჭარა – 129 (ბათუმი – 114, 11 – ქობულეთი, ქედა – 3, შუახევი – 1);
- თბილისი -34;
- იმერეთი – 11;
- რუსთავი – 4;
- გურია – 3;
- კახეთი – 1.
„გამოჯანმრთელებულების რიცხვი გაიზარდა მხოლოდ 13-ით. პროცენტული მაჩვენებელი ამ მონაცემებით, 46%-ია. კოვიდცენტრებსა და სასტუმროებში ჯამურად 1657 პაციენტია. მათგან 11 გახლავთ კრიტიკულად მძიმე პაციენტი, მძიმეების რაოდენობამ 75-ს გადააჭარბა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.