კორონავირუსი | 19 სექტემბრის მიმოხილვა

პუბლიკა

საქართველოში დღეს კორონავირუსის 187 ახალი შემთხევა გამოვლინდა. შესაბამისად ინფიცირებულთა საერთო ოდენობამ 3306-ს მიაღწია. 46-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს,  187 ახალი შემთხვევიდან 116 აჭარაში გამოვლინდა.

რეგიონების მიხედვით შემთხვევები ასეა გადანაწილებული:

თბილისი — 30

იმერეთი — 15

სამეგრელო-ზემო სვანეთი — 11

გურია — 4

კახეთი — 3

შიდა ქართლი — 3

ქვემო ქართლი — 2

მცხეთა-მთიანეთი — 2

სამცხე-ჯავახეთი — 1

მარიან ეზუგბაიას თქმით, ამ დროისთვის კრიტიკულად მძიმეა 14 პაციენტი.  ხოლო მძიმედ ფასდება 70 პაციენტის მდგომარეობა.

დღეს ცნობილი გახდა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის სამსახურებრივი მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა.

კორონა-ვირუსი დაუდასტურდა თბილისის საკრებულოს წევრს, ჯაბა ჯიშკარიანსაც. ამის შესახებ მან ფეისბუქზე თავად დაწერა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ზოგადი სურათი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 3306
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1481
  • მათ შორის გარდაცვლილი – 19
  • კარანტინის რეჟიმში – 5014
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41