მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ „ლელო" არჩევნებში 25%-ზე მეტს აიღებს

პუბლიკა

პოლიტიკური პარტია „ლელოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ მისი პარტია 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 25%-ზე მეტ მხარდაჭერას მიიღებს. ამის შესახებ მან „tv პირველს” განუცხადა.

იგი ამ იმედს ასე ხსნის:

„ერთი, რაც ამ ბოლო კვლევებში ნამდვილია, არის, გადაუწყვეტელი ამომრჩევლების რაოდენობა, ზოგ კვლევაში 60%, ზოგში 40%.  ამ ამომრჩევლის უმეტესი ნაწილი „ლელოს” დაუჭერს მხარს”, – ამბობს ის.

შეკითხვაზე, რატომ არ აისახება კვლევებში ეს მონაცემი ახლა? მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ „ლელო” პოლიტიკაში ახალია და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მათ აკვირდება.

„ჩვენ წარმოვადგინეთ ფანტასტიური გუნდი, პროფესიონალი ახალი სახეებით. უპრეცედენტო, კვალიფიციური გეგმა, რომელიც ამ ქვეყანას იმ მდგომარეობიდან 4 წელიწადში ამოიყვანს, რაშიც იგი „ქართულმა ოცნებამ” ჩააგდო”, – ამბობს ხაზარაძე.