თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:
- აჭარა – 164;
- თბილისი – 34;
- იმერეთი – 22 (15 – ქუთაისი, 3 – წყალტუბო, 1 – თერჯოლაში და საჩხერეში, 2 – ბაღდათი);
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 15;
- გორი – 1;
- მარნეული – 1;
- მცხეთა – 1;
- საზღვარგარეთიდან შემოტანილი – 5 შემთხვევა.
„ქვეყანაში 18 კრიტიკული პაციენტია, რომელთა მდგომარეობის შესახებ პროგნოზს ვერ ვაკეთებთ. ყველაზე მეტი, 8 კრიტიკული პაციენტი არის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 2 – სულ თბილისში, გორშიც 2-ია. შედარებით მცირეა კრიტიკული პაციენტების რაოდენობა სხვა რეგიონებში – საჩხერეში 2 და ქუთაისში 3 კრიტიკული პაციენტი.
ამ მატებას ჩვენ ველოდებოდით. ამდენი კოვიდინფიცრებულის კონტაქტების მერე მოემატებოდა, მაგრამ სისტემა გამართულია და შევძლებთ ყველანაირად ამ პაციეტების მართვას“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 254 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 62 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ მონაცემები Stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 4399;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1705;
- გარდაცვლილი – 25;
- კარანტინის რეჟიმში – 5390;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 640;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41;