საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 26-ე პაციენტი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი, 26-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Stopcov.ge-ზე აისახა. გუშინ საქართველოში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 259 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 164 ახალი შემთხვევა აჭარაში გამოვლინდა.

„ქვეყანაში 18 კრიტიკული პაციენტია, რომელთა მდგომარეობის შესახებ პროგნოზს ვერ ვაკეთებთ. ყველაზე მეტი, 8 კრიტიკული პაციენტი არის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 2 – სულ თბილისში, გორშიც 2-ია. შედარებით მცირეა კრიტიკული პაციენტების რაოდენობა სხვა რეგიონებში – საჩხერეში 2 და ქუთაისში 3 კრიტიკული პაციენტი.

ამ მატებას ჩვენ ველოდებოდით. ამდენი კოვიდინფიცრებულის კონტაქტების მერე მოემატებოდა, მაგრამ სისტემა გამართულია და შევძლებთ ყველანაირად ამ პაციეტების მართვას“, – განაცხადა დღეს მარინა ენდელაძემ.