თუ მშობელი ჩათვლის, რომ ონლაინფორმატი ურჩევნია, სკოლა ამას უზრუნველყოფს - ჩხენკელი

პუბლიკა

პირველი ოქტომბრიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები საკლასო ოთახებში სწავლას გააგრძელებენ. ფოთსა და გორში საკლასო ოთახებში სწავლას პირველი ოქტომბრიდან ყველა ასაკის მოსწავლე შეძლებს.

განათლების მინისტრის თქმით,  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, აჭარის გარდა, ყველგან საშუალება ექნებათ, რომ სკოლის ტერიტორიაზე სპეციალურ ოთახში [რესურსოთახში] შეხვდნენ მასაწვლებლებს. მინისტრის თქმით, ეს იქნება ერთიერთზე შეხვედრები, რომლებიც შეთანხებული იქნება მშობლებთან. აჭარის გარდა, ეს ყველგან ნებადართულია.

„ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ, რომ თუ მშობელი მიიღებს გადაწვეტილებას, რომ ურჩევნია, ბავშვმა სწავლა დისტანციურად გააგრძელოს, ამის შესაძლებლობა ექნება. იმ სკოლებშიც, სადაც დისტანციურიდან გადავდივართ საკლასო ოთახებში,თუ მშობლები ჩათვლიან, რომ ურჩევნიათ, დისტანციურად სწავლა, ეს პროცესი სკოლების მიერ უზრუნველყოფილი იქნება. დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება სამინისტროს გვერდზე. სკოლები დაუკავშირდებიან მოსწავლეთა მშობლებს და მშობლები დარეგისტრირდებიან. სისტემა მოქნილია და ყველას ინტერესს ითვალისწინებს.

რაც შეეხება უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს. დისტანციური სწავლება შენარჩუნდება – თბილისში, რუსთავში, ქუთაისში ზუგდიდში. აჭარაზე უკვე გითხარით – იქ ყველა საფერხურზე დისტანციურია. ადაპტაციის პროცესიდან გამომდინარე არადისტანციურად უმაღლესებში სწავლის განახლების შესახებ უახლოეს მომავალში გაცნობებთ“, – განაცხადა ჩხენკელმა.