კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევიდან 166 აჭარაში დადასტურდა, 55 - იმერეთში - ენდელაძე

პუბლიკა

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევიდან 166 აჭარაში დადასტურდა.

მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე 19 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 17 მართვით სუნთქვაზეა.

მისივე თქმით ინფიცირების ყვლა წყარო ცნობილია და რეგიონებზე ასე ნაწილდება:

  • აჭარაში 166 ახალი შემთხვევა;
  • იმერეთში- 55;
  • თბილისში – 41;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში – 18;
  • გურიაში – 9;
  • ქვემო ქართლში – 3;
  • კახეთში-1;
  • სამცხე-ჯავახეთში – 1;