მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა

პუბლიკა

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლლილთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. 

არსებული მონაცემებით, დღეისათვის მსოფლიოში აღრიცხულია ვირუსის 33 368 305 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 24 675 160, გარდაიცვალა – 1 004 613 ადამიანი.

ამ ეტაპზე მკურნალობის პროცესშია 7 689 867 ადამიანი, მათგან 1%-ის (65 058) მდგომარეობა ფასდება, როგორც სერიოზული/კრიტიკული.

ვირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის მიხედვით პირველი ხუთი ქვეყნის სტატისტიკა ამგვარია:

ვირუსის გავრცელების სტატისტიკა ყველაზე მაღალია აშშ-ში. ამ დროისტვის აშშ-ში ვირუსის 7 323 655 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან გამოჯანმრთელდა 4 561 184 ადამიანი, გარდაიცვალა – 209 488. ბოლო 24 საათში აშშ-ში 2 312 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 35 ადამიანი.

გავრცელების მხრივ მეორე ადგილზეა ინდოეთი, სადაც 6 087 454 შემთხვევაა აღრიცხული. მათგან გამოჯანმრთელდა 5 025 815 ადამიანი, გარდაიცვალა – 95 678. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდოეთში 14 106 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 104 ადამიანი.

მესამე ადგილზეა ბრაზილია, სადაც სულ ვირუსის 4 732 309 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, მათგან გამოჯანმრთელდა 4 060 088, გარდაიცვალა – 141 776 ადამიანი.

რუსეთში ვირუსის 1 159 573 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, მათგან გამოჯანმრთელდა 945 920, გარდაიცვალა – 20 385 ადამიანი. ბოლო 24 საათში რუსეთში 8 135 შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 61 ადამიანი.

კოლუმბიაში ვირუსის 813 056 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, მათგან გამოჯანმრთელდა 711 472, გარდაიცვალა – 25 488 ადამიანი.