ჩვენს აქტივისტს ტირის თოფიდან ესროლეს - აჰმედ იმამკულიევი

პუბლიკა

გარდაბანსა და მარნეულში “ევროპული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატის, აჰმედ იმამკულიევის თქმით, პარტიის ერთ-ერთ აქტივისტს სოფელ სადახლოში სავარაუდოდ ტირის თოფიდან ესროლეს.

„არავისთან დაპირისპირება არ ჰქონია, რადგან ის არ არის სადახლოელი, მაგრამ იყო დღეს სადახლოში ჩასული, რადგან ჩვენი ბანერი დაემაგრებინა იმ ადგილას, სადაც „ქართული ოცნების“ წევრებმა მოპარეს ბოძები. ჩვენი ბიჭები როცა იქ წავიდნენ, ზედამხედეველობის წარმომადგენლები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იქ იყვნენ და ამბობდნენ რომ აქ არ უნდა იყოს თქვენი ბანერი, ღიად იყოს განცხადება, მაგრამ ჩვენ ვიყენებდით ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას, რომ დაგვემაგრებინა ჩვენი სააგიტაციო მასალა. როცა ამაგრებდა ბანერს, ფეხზე რაღაცა მოხვდა. აქ მნიშვნელოვანი არის რომ მოხდა გასროლა“,- განაცხადა იმამკულიევმა „ტვ პირველის“ ეთერში.

„ეს არის ქართული ოცნების ხელწერა“,- ამბობს იმამკულიევი.

როგორც „პოუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.