კობა კობალაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად დაინიშნა - მთავრობა

პუბლიკა

საქართველოს მთავრობაის ცნობით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორად კობა კობალაძე დაინიშნა.

უწყების ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა.

მთავრობის განცხადებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ყოფილი უფროსი, ვლადიმერ იმნაძე, საქმიანობას ამავე უწყებაში, სხვა პოზიციაზე გააგრძელებს.


შეგახსენებთ, რომ კობა კობალაძე მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.