აქტივისტებსა და „ქართული ოცნების" მომხრეებს შორის „ოცნების“ ოფისთან დაპირისპირებაა

პუბლიკა

„ქართული ოცნების” ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს” წევრები დღეს დიმიტრი ხუნდაძის ბიუროსთან მომხდარ ფაქტს აპროტესტებდნენ. „tv პირველის“ ინფორმაციით, ადგილზე მივიდნენ „ქართული ოცნების” ახალგაზრდული პარტიის წევრები.

აქციის მონაწილეებსა და „ოცნების“ წევრებს შორის, ტელეკომპანიის ინფორმაციით, რამდენჯერმე მოხდა ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

პარალელურად 8 საათზე ორბელიანის მოედანზე გაიმართება „ქართული ოცნების” ორგანიზებით კონცერტი, რომელიც საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნად გამოცხადებას ეძღვნება.