ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი: დადებითი სიგნალების მიუხედავად, სიახლე არაფერი გვაქვს

პუბლიკა

ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის შვილი წერს, რომ მიუხედავად ბევრი დადებითი სიგნალისა, სიახლე არაფერია ექიმის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 25 დღეა ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. ირმა გაფრინდაშვილი წერს, რომ ოჯახი სასამართლო სხდომის ჩანიშვნას ელოდება.

ცნობილი ქართველი ექიმი და ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს რუსმა სამხედროებმა დააკავეს და მას შემდეგ ცხინვალშია დაპატიმრებული. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას სამხრეთ ოსეთის, ე.წ. საზღვრის განზრახ უკანონო გადაკვეთაში სდებენ ბრალს.