„ლელო" არ აპირებს, შევიდეს პარლამენტში - ბადრი ჯაფარიძე

პუბლიკა

პარტია „ლელო” საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს, – ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე პარტიის ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

„ჩატარებულ არჩევნებს არ ვცნობთ ლეგიტიმურად. ის არის გაყალბებული, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. დღეს იმსჯელა „ლელოს” პოლიტსაბჭომ და მიიღო გადაწყვეტილება, რომ „ლელო“ არ აპირებს შესვლას პარლამენტში”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

საპარლამენტო მანდატებზე ასევე უარს ამბობს: „ევროპული საქართველო”, „პატრიოტთა ალიანსი”, ლეიბორისტული პარტია. „გირჩის”, ალეკო ელისაშვილის, „სტრატეგია აღმაშენებლის”, „ნაციონალური მოძრაობის” საბოლოო პოზიცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.


დღეს არსებული მონაცემების მიხედვით, პარლამენტში 9 საარჩევნო სუბიექტი ხვდება და პროპორციული სიით პარტიებს შორის მანდატები ასე ნაწილდება:

„ქართული ოცნება“ – 61 მანდატი;
„ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია” – 35 მანდატი;
„ევროპული საქართველო“ – 5 მანდატი;
„ლელო“ – 4 მანდატი;
„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4 მანდატი;
„პატრიოტთა ალიანსი“ – 4 მანდატი;
„გირჩი“ – 4 მანდატი;
„ლეიბორისტები“ – 1;
„მოქალაქეები“  – 2.