ლიტერატურული პრემია „საბას" გამარჯვებულები ცნობილია

პუბლიკა

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბას“ 2019 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ შემდეგ ნომინაციებში:

  1. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – თემურ ბაბლუანი, „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); ნილს სიმეონი (გიორგი მასხარაშვილი), „14 კრისტალის თეორია“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  2. საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა – ნინო ლომაძე, „ვაშლის ბაღები“ (გამომცემლობა „ინდიგო“); სულხან სალაძე, „უცნობი ძველი აჭარა“ (გაზეთი „ბათუმელები“)
  3. საუკეთესო თარგმანი – ლელა დუმბაძე, ვირჯინია ვულფის „ორლანდო“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა); ნანა ტონია, ევრიპიდეს „ჰეკაბე“ (გამომცემლობა „ლოგოსი“)
  4. საუკეთესო პიესა – ალექსანდრე ლორთქიფანიძე, „დისტოპიესები“ (წიგნები ბათუმში)
  5. საუკეთესო პროზაული კრებული – ზაალ სამადაშვილი, „ოსტატთან შეხვედრა“ (გამომცემლობა „ინტელექტი“)
  6. საუკეთესო პოეტური კრებული – ზაზა ბიბილაშვილი, „ფაზლი“ (ნოდარ დუმბაძის გამომცემლობა)
  7. საუკეთესო რომანი – აკა მორჩილაძე, „კუპიდონი კრემლის კედელთან“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა)
  8. პრემია ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის  – მანანა გიგინეიშვილი. 

2019 წელს საუკეთესო წიგნები და ავტორები ჟიურიმ 8 ნომინაციაში გამოავლინა. წელს „საბა“ არ გაიცა ნომინაციაში „საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“, ვინაიდან ჟიურიმ ვერ გამოავლინა ფინალისტები.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საბა“ დაფუძნდა 2003 წელს.  პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და წლის საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.