ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებას საბჭო ხვალ გამოაცხადებს - იმნაძე

პუბლიკა

კორონავირუსთან დაკავშირებით, ახალი შეზღუდვების შესახებ გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო ხვალ გამოაცხადებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ღამის კურიერის” ეთერში ისაუბრა.

„ჩვენი, ექიმების პოზიცია არის რომ მობილობა მაქსიმალურად უნდა დაეცეს, რა ზომებს გაატარებს ამისათვის საკოორდინაციო საბჭო, ამაზე გადაწყვეტილებას საბჭო მიიღებს. დეტალურად ხვალ იქნება გამოცხადებული, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.