რა შეზღუდვები დაწესდა დიდ ქალაქებსა და ზამთრის კურორტებზე | საბჭოს გადაწყვეტილება

პუბლიკა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში;

სათხილამურო კურორტებზე – ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში დაწესდება შემდეგი შეზღუდვები:

28   ნოემბერი – 31 იანვრის ჩათვლით:

შეიზღუდება თბილისის, თელავის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, გორის, ფოთის და ზუგდიდის საზღვრებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა;

სავაჭრო ობიექტები (გარდა სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქტების, ვეტაფთიაქების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების, პრესის ჯიხურებისა) მუშაობენ დისტანციურ რეჟიმში;

ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ. ფუნქციონირებას აგრძელებენ აგრარული ბაზრები.

სკოლები, პროფსასწავლებლები და უმაღლესები (გარდა სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამებისა) სრუკად გადადიან დისტანციურ რეჟიმზე;

კერძო და საჯარო ბაღები აჩერებენ მუშაობას;

სათხილამურო კურორტებზე:

  • სასტუმროების მუშაობა დასაშვებია მხოლოდ საკარანტინე სივრცეების მოსაწყობად;
  • ჩერდება სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება.