ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას ახალი ბრალდება წარედგინება.
ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით გვარამია დღეს უწყებაშია დაბარებული.
„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის საქმეზე დღეს, 19:00 საათზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ახალი ბრალდების წარდგენის მიზნით, დაბარებულია ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
ნიკა გვარამიას ამ საქმეზე ბრალი უკვე წარდგენილი აქვს.