სად შეგიძლიათ COVID-19-ზე სწრაფი ტესტის გაკეთება | კლინიკების განახლებული სია

პუბლიკა

საქართველოს მთავრობა იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც კორონავირუსზე ანტიგენზე დამყარებული ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი. რეგიონების მიხედვით სამედიცინო დაწესებულებების განახლებული ჩამონათვალის ნახვა მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეა შესაძლებელი.

მთავრობაში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ ორთვიანი შეზღუდვის გეგმის ფარგლებში კორონავირუსზე მოსახლეობის ინტენსიური ტესტირება მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, სიცხისა და რესპირატორული სიმპტომების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, სასურველ სამედიცინო დაწესებულებას მიმართონ, სადაც ტესტირება სახელმწიფოს დაფინანსებით ჩაუტარდებათ.


ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 3893 ადამიანი და გარდაიცვალა 36.