ვირუსი შეკავებული გვაქვს. მატება არაა, მიუხედავად ტესტირების გაორმაგებისა - იმნაძე

პუბლიკა

„ვირუსი შეკავებული გვაქვს… შედეგი ეს არის, რომ მატება არ გვქონია. დღეს, ორი კვირის თავზე შეზღუდვებიდან, მივედით ისე რომ მატება არ გვაქვს მიუხედავად ტესტირების გაორმაგებისა, ეს არის მთავარი შედეგი“,- ასე უპასუხა დღევანდელი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდგომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ჟურნლსიტის მიერ დასმულ შეკითხვას,- მოხდება თუ არა ვირუსის შეკავება და რა ვადაში უნდა ველოდოთ არსებული შეზღუდვების შედეგს.

დღეს იმნაძემ ასევე განაცხადა, რომ საქართველო, ბოლო ორი კვირის მონაცემებით, მსოფლიოში 100 000 მოსახლეზე ვირუსის გავრცელებით პირველ ადგილზეა, რასაც სისტემამ ხარვეზებით, მაგრამ გაუძლო.

„იმის ისტორია, რამ მიგვიყვანა აქამდე, რომ მსოფლიოში პირველ ადგილზე გავედით, არ გვინდა. ყველამ ვიცით, თუ რა ხდებოდა წინა 2-კვირიან მონაკვეთებში. ყველაფერი, ნებისმიერი თავყრილობა, ნებისმიერი უნიღბოდ ყოფნა, უდისტანციობა, დაახლოებით ორ კვირაში გვაძლევს თავის შედეგს, შესაბამისად ნებისმიეირი შეზღუდვა კიდევ ორ კვირაში გვაძლევს შედეგს.

ჩვენ ვნახეთ შეზღუდვების დაწესებიდან ორი კვირის თავზე, რომ გაჩერდა ზრდა, მიუხედავად ტესტირების ორჯერ და მეტჯერ გაფართოებისა, ზრდა ახალი შემთხვევების აღარაა. ამანვე გვაჩვენა, სხვათაშორის, რომ მაშინ როდესაც, მსოფლიოში ვართ პირველ ადგილზე 100 000 მოსახლეზე გავრცელებით, ჩვენმა სისტემამ გაუძლო, კი ხარვეზებით, მაგრამ ფაქტია რომ სისტემამ გაუძლო, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებდა.

რადგან პროგნოზი იყო გაცილებით უარესი, ამიტომაც დაწესდა ეს შეზღუდვები და ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ ამან თავისი შედეგი მოგვცა და სტაბილიზაცია არის“,- განაცხადა იმნაძემ.