საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით საუბარი იმაზე, თუ როდის და როგორ მოიხსნება კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები, ნაადრევია.
„ჯერ არ გვაქვს მიღებული „შავი პარასკევის“ ეფექტი, რომელიც იცით, რეალურად, რამდენად დრამატულად იყო ასახული, ამის შედეგებს ჩვენ ჯერ კიდევ მოვიმკით. აქედან გამომდინარე, ნაადრევია იმაზე საუბარი, თუ როგორი იქნება შეზღუდვების მოხსნა, ვინაიდან, ჯერჯერობით, ვსაჭიროებთ, რომ ეპიდემიოლოგებმა გააანალიზონ მომდევნო ტალღა, რომელიც შესაძლოა მოსალოდნელი იყოს.
რაც შეეხება შეზღუდვების გადახედვას, ამას რიცხვები გვიჩვენებს. გადაწყვეტილებას სპონტანურად არ ვიღებთ. დინამიკას ვაკვირდებით, თუ როგორია ინფექციის მატება, ასევე, ლეტალობის შემთხვევები. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ კლინიკების გადატვირთულობა, რომ მათაც მიეცეთ საშუალება, ყველა პაციენტს მისცენ ხარისხიანი მომსახურება. ამ ყველაფრის ჯამურად გაანალიზებისას მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ტიკარაძემ.