„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ხვალინდელ სესიაზე საპარლამენტო თანამდებობებზე წარსადგენთა სია გააცნო საზოგადოებას.
მისი თქმით, პარლამენტის მომავალ თავმჯდომარედ კვლავ არჩილ თალაკვაძე დასახელდება, მოადგილეებად კი გიორგი ვოლსკი, კახაბერ კუჭავა და დავით სერგეენკო.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, გუნდის გაადწყვეტილებით, თავად ირაკლი კობახიძე იქნება.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, რომელიც გააერთიანებს მათი სიით არჩეულ ყველა დეპუტატს, იქნება მამუკა მდინარაძე.
რაც შეეხება კომიტეტებს:
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ წარდგენილი იქნება ანრი ოხანაშვილი;
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ სარჯველაძე;
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ბერაია;
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ქადაგიშვილი;
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე – სოზარ სუბარი;
საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი კოვზანაძე;
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – დავით სონღულაშვილი;
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ნინო წილოსანი;
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე – მაია ბითაძე;
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე – ნოკოლოზ სამხარაძე;
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე – მაკა ბოჭორიშვილი;
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ბექა ოდიშარია;
ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – დიმიტრი ხუნდაძე;
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე – თეა წულუკიანი;
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – მიხეილ ყაველაშვილი.