იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნლისტებს უთხრა, რომ მთავრობაში ახალი სახეების დროა და სწორედ ამიტომ თავად თქვა უარი პარტიის შეთავაზებაზე, ისევ იუსტიციის მინისტრი ყოფილიყო.
„იყო შემოთავაზება პარტიის მხრიდან, რომ მე ეს საქმიანობა გამეგრძელებინა, მაგრამ ვიმსჯელეთ და შევთანხმდით და გაზიარებული იქნა ჩემი პოზიცია რომ ახალი სახეების დროა.”, – განაცხადა წულუკიანმა.
მან ასევე განმატრება გააკეთა, რატომ დაინიშნა განათლების კომიტეტის თავმჯდომარედ და არა იურიდიული ან ადამიანის უფლებათა კომიტეტში.
„და რაც მთავარია, რატომ ეს კომიტეტი და არა იურიდიული კომიტეტი, მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ იურიდიული კომიტეტი და თუნდაც ადამიანის უფლებების კომიტეტი არის იუსტიციის სამინისტროსთვის დარგობრივი კომიტეტი და მე არ მგონია მორალურად სწორი რომ ადამიანმა, რომელმაც ვმართე 8 წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო, ახლა უნდა დაჯდე დარგობრივ კომიტეტში და უჭვრიტინო იმ ადამიანს და აკონტროლო ის ადამიანი, რომელმაც შენი საქმე გადაიბარა, ეს აბსოლუტურად არასწორია
იმ ადამიანს, ვინც იქნება იუსტიციის მინისტრი, სჭირდება თავისუფლება, სჭირდება თავისი ხედვის განხორციელება. გამორიცხულია, მას დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარედ ეჯდეს ვინმე წულუკიანი, რომლის სუნთქვასაც გრძნობს კეფაში“, – განაცხადა წულუკიანმა.
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანი ჩაიბარა.
„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს ქვეყნის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას კანდიდატურა წარუდგინა. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კვირის ბოლომდე პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარედგინება.