ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლს ხანძარი გაუჩნდა. ამის შესახებ „პუბლიკას“ საგანაგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.
პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ხანძარი უკვე ლოკალიზებულია და ადგილზე მუშაობს 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.
„ხანძარი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობს 7 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი“,- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.