თუ შემომთავაზებენ, სერიოზულად დავფიქრდები - წულუკიანი კულტურის მინისტრობაზე

პუბლიკა

„ჯერ მოხდეს სტრუქტურული ცვლილებები და შემდეგ ვიმსჯელოთ. თუ შემომთავაზებენ, სერიოზულად დავფიქრდები, როგორც ყველა სერიოზულ შემოთავაზებაზე”, – ასე უპასუხა ტელეკომპანია „ფორმულას“ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა, შეკითხვაზე, – ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ სტრუქტურული ცვლილებების შემთხვევაში, კულტურის მინისტრი იქნება.

მანვე აღნიშნა, რომ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, კულტურის სფეროს ინტერესები „ჩაიკარგა“.

„დარწმუნებული ვარ, თქვენც ხედავთ,  რომ კულტურის სფერო, მას შემდეგ, რაც ორი სამინისტრო გაერთიანდა, თითქოს ის ინტერესები, რაც არის დასაცავი, ჩაიკარგასავით. ამიტომ ყოფილა მსჯელობა, როგორ გამოვასწოროთ ეს. მიიღებს ეს გამოსწორება ცალკე სამინისტროს ჩამოყალიბების ფორმას თუ არა, ჯერჯერობით უცნობია. ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ მთავრობის დამტკიცებას. მე, როგორც მთავრობის ყოფილი წევრი, ვფიქრობ, ეს უნდა იყოს სამთავრობო ხედვა და არა დეპუტატის”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.