17 იანვარი | კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა და 17 გარდაცვლილი

პუბლიკა

საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 1608 მოქალაქე, 17 კი გარდაიცვალა.

საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  9 083 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 796 კვლევა ანტიგენის ტესტით და 4 287 PCR ტესტით.

სულ, დღემდე Covid-19-ის 247 805 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 232 993 მოქალაქე უკვე გამოჯანმრთელდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 933 ადამიანი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 11 853-ია, საიდანაც: 3 659 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში და მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 231 პირი. 649 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 7 545 მოქალაქე კი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 472 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში იმყოფება 23 316 მოქალაქე.