COVID-19-ის 110 ახალი შემთხვევა და 25 გარდაცვლილი | შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

საქართველოში, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 110 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 643 და გარდაიცვალა 25 ადამიანი.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 110 ახალი შემთხვევა რეგინების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 72 შემთხვევა;
  • აჭარა – 13;
  • იმერეთი – 5;
  • ქვემო ქართლი – 4;
  • შიდა ქართლი – 0;
  • გურია – 5;
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი – 4;
  • კახეთი – 5;
  • მცხეთა-მთიანეთი – 0;
  • სამცხე-ჯავახეთი – 2;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 4 964 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 930 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 034 PCR ტესტით.

მათივე განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირების 10 295 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც – 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე ქვეყანაში 795 მძიმე პაციენტია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234 პირი. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობითვე, 634 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში და 5 991 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.