17 019 ტესტი, 1 137 ინფიცირებული, 11 გარდაცვლილი | კორონავირუსის 21 იანვრის სტატისტიკა

პუბლიკა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 17 019 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 840 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 179 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 137 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 251 071-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 179 პირი.  ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 238 101-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაიცვალა 11 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 998 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 137 ახალ შემთხვევა რეგიონებზე ასე ნაწილდება:

თბილისი  – 477 შემთხვევა,

აჭარა – 64,

იმერეთი – 164,

ქვემო ქართლი – 65,

შიდა ქართლი – 85,

გურია – 13,

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 118,

კახეთი – 95,

მცხეთა-მთიანეთი – 27,

სამცხე-ჯავახეთი -18,

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.