ცხინვალში პატიმრობაში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლის თქმით, ის აქამდეც ელოდა, რომ მის ოჯახს პროვოკატორებს დაუძახებდნენ.
თამილა ლაფანაშვილი “მთავარ არხთან” საუბარში გამოეხმაურა ქართული ოცნების თბილისის საკრებულოს წევრს, რომელმაც ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებს „პროვოკატორები” უწოდა.
„დღეს არის საზეიმო განწყობა, ნამდვილად საზეიმოა და ვულოცავ მთელ საქართველოს, მაგრამ როდესაც ცხინვალის ციხეში ტყვე ყავთ გამოკეტილი, ვფიქრობ, ეს ცოტა ჩრდილავს საზეიმო განწყობას. პროვოკატორების ძახილს, მეგონა, რომ უფრო ადრე დაიწყებდნენ. ეტყობა, ახლა უკვე ნება მისცეს ვიღაცებმა, საქვეყნოდ გამოფინეს ეს ყველაფერი. რაც უფრო დიდხანს დარჩება ვაჟა ტყვეობაში, მით უფრო ნათლად „გაიშიფრება“ ყველა. ეს აჩვენებს, რომ ის ნაბიჯები და მოქმედებები, რასაც აქამდე დგამდა სახელმწიფო სტრუქტურები და საერთაშორისო ორგანიზაციები, არ არის საკმარისი“, – ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე.
გუშინ გაფრინდაშვილის ოჯახმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრა და გაფრინდაშვილის საკითხზე უწყებათაშორისი კომისიის შექმნა მოითხოვა. მათივე განცხადებით კვირას საოკუპაციო ხაზთან გაიმართება ვაჟა გარრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია.
ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა – „რადიო თავისუფლება“
13 დეკემბერი, 2019
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი წინასწარ ორ-თვიან პატიმრობაში დატოვა.
ვაჟა გაფრინდაშვილმა ცხინვალის ციხეში უკვე თვეზე მეტი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებას და რუსეთის საოკუპაციო რეჟიმს ექიმის გათავისუფლებისკენ საერთაშორისო საზოგადოებამ არაერთხელ მოუწოდა.
ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება იყო მთავარი საკითხი, რომელიც 10-11 დეკემბერს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისას განიხილეს. საქართველოსთან ერთად ეს ევროკავშირის, გაეროს, ეუთოსა და აშშ-ის წარმომადგენლებმაც მოითხოვეს.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი 9 ნოემბერს ახალგორის რაიონში დააკავეს.
ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ექიმს ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ვაჟა გაფრინდაშვილის შემდეგი ე.წ. სხდომა მომდევნო კვირაში გაიმართება – ასათიანი
13 დეკემბერი, 2019
სხდომა გადაიდო. მიზეზი არის ის, რომ ვაჟა არ ცვლის ჩვენებას და არ აღიარებს ე.წ საზღვარს – გაფრინდაშვილის შვილი
13 დეკემბერი, 2019