საფეხბურთო კლუბ „რეალ მადრიდის“ მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რეალ მადრიდის“ ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებაში ინფორმაცია არ არის.
მედიის ინფორმაციით, სამეფო კლუბის მწვრთნელი ორ უახლოეს მატჩს გამოტოვებს – „ალავესთან“ 23 იანვარს და „ლევანტესთან“ 30 იანვარს.