„ერთი წელი Covid-თან ერთად” – დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) მეხუთე, 2020 წლის შემაჯამებელ ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში გაანალიზებულია მონაცემები 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. ანგარიშის ერთი თავი ეთმობა COVID-19-ით განპირობებულ ავადობას საქართველოში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში COVID-19 -ის პირველი შემთხვევა დადასტურდა 2020 წლის 26 თებერვალს. სულ 2020 წლის განმავლობაში COVID-19 დაუდასტურდა 228 410 ადამიანს.
„10 სექტემბრიდან, დადასტურებული შემთხვევების მატების ფონზე, ინციდენტობის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა და მაქსიმუმს 10 დეკემბერს მიაღწია, ხოლო შემდგომ პერიოდში, პრევენციული ღონისძიებებისა და წერტილოვანი შეზღუდვების გაფართოებისა და შემთხვევების კლების შესაბამისად დაფიქსირდა მაჩვენებლის შემცირება და 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით COVID-19 ინციდენტობის 7 დღიანი საშუალო მაჩვენებელი 37.2-ს გაუტოლდა.
2020 წლის 15 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველო COVID-19 ინციდენტობით ყველაზე მაღალ პოზიციას იკავებდა ევროპის ქვეყნებს შორის, ხოლო 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შემთხვევების შემცირების ფონზე, ინციდენტობის 7 დღიანი საშუალო მაჩვენებელმა საქართველოში საშუალოზე დაბალი პოზიცია დაიკავა”, – ვკითხულობთ ანგარიშში.
NCDC-ის ცნობით, ევროპის იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებმაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში შეამცირეს COVID-19-ის ინციდენტობის მაჩვენებელი, საქართველო პირველ ხუთეულში შევიდა.
ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველოს რეგიონებში 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, COVID-19-ის კუმულაციური ინციდენტობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე ყველაზე მაღალია აჭარის რეგიონში, ასევე თბილისსა და იმერეთის რეგიონებში.
რაც შეეხება ასაკობრივ განაწილებას, სტატისტიკა ასეთია:
ტესტირებით დადასტურებული COVID-19-ით ინფიცირებულდა 57% იყო ქალი და 43% – კაცი.
2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, გამოჯანმრთელებულთა წილმა 94% შეადგინა, გარდაიცვალა ინფიცირებულთა 1.1%.